2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1740652 (ამომრჩეველთა 49%-ი)ამომრჩეველმაhttp://www.cec.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=13&info_id=7039
49%. ამომრჩეველთა ნახევარიც კი არ მოსულა არჩევნებზე. რატომ? შეეზარათ? ვერ შეძლეს? არა ბატონებო. უბრალოთ საქართველოში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს ( ან კარგი, ჯანდაბას, იყოს ნახევარი) არ სჯერა არჩევნების ობიექტურობის/ეფექტურობის/whatever . საშინელებაა.
ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო. მესმის რო ძალიან ბევრი რამ საქართველოშ გასაკრიტიკებელია, ძალიან ბევრი რამ კეთდება, ან არ კეთდება მაგრამ როდესაც არჩევნებზე არ წახვალთ, უბრალოდ მორალური უფლება აღარ გაქვთ ხელისუფლება ან ოპოზიცია გააკრიტიკოთ.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება ვერ გვაქვს.
1 comments:
hi, you have nice blog.. u can view also mine..http://akoniwares.blogspot.com
Post a Comment