Wednesday, June 30, 2010

RPG - როლური თამაშები, ფანტაზია და კლავიატურა

RPG ( role playing game)  ვიდეო თამაშებს შორის ყველაზე ჩამთრევი და საოცარია.
შენ უბრალოდ კი არ თამაშობ, არამედ ამ თამაშის სამყაროს ნაწილი ხდები. კომპიუტერს გარეთ ტოვებ შენს სამყაროს, სახელს. საქმეს, გატაცებებს და  ხდები ის  რაც არის შენი გმირი  რპგ-ში.  შეიძება ცხოვრებაში  შენ უბრალო ადამიანი ხარ, რომლის ყოველი დღე წინას ჰგავს.. რპგ-ში კი შენი ალტერ ეგო ისხამს ხორცს.  ბრრრრრრრრრრ. მაგარია :)

რპგ - თამშებში გავრცელებულია შენი გმირის ქვენტას დაწერა.  რა არის ქვენტა? ქვენტა არის  გმირის პრე ისტორია. ანუ  შენ თხზავ  გმირის ისტორიას იმ მომენტამდე სანამ ეს გმირი შექმენი და თამაში დაიწყე.

3 წლის წინ მუზა მომივიდა და ჩემს შამანს ქვენტა დავუწერე.  მომეწონა ისე.  სხვებსაც:)

თამაში:  World of Warcraft
გმირი:  ორკი შამანი სახელად ლოგაშ.

"იმ დღეს სენჯინის სოფელში უჩვეულო ჟრიამული იყო. 15 მარტი მოსულიყო, დღე როცა ზრდასრული ტროლები თავიანთ მომავალ გზას აცხადებდნენ საჯაროდ ტომის კრებაზე.
'ჯინ-ების ოჯახში მღელვარება იყო დაბუდებული. ღელავდა ოჯახის თავკაცი, ბებერი შამანი შინ'ჯინ-ი, ღელავდა დედა, გამოცდილი ქურუმი ქსაია. დღეს მათი ნაბოლარა ბიჭი ლოგაში იტყვის თავის სიტყვას და დატოვებს თბილ კერას. ლოგაში ტროლი არ იყო. ის ორკი იყო ყინულის მგლის კლანიდან. შინ'ჯინმა ის დაობლების შემდეგ იშვილა და  თავისთან წამოიყვანა და  საკუთარი შვილივით გაზარდა. ნერვიულობს შინ'ჯინ თუმცა სანერვიულო არც არაფერი იყო, ლოგაშის ასაკში ყველა ტროლი და ორკი ტოვებს ოჯახს და სახელის და გამოცდილების მოსახვეჭად აზეროტში მოგზაურობს. თუმცა ეს არ ანერიულებდა შინ'ჯინს, შვილის არჩევანი არ იცოდა ჯერ და ეჭვი უღრღნიდა გულს. ორმა უფროსმა შვილმა მამას გული დაწყვიტეს. უფროსმა ხალ'ჯინმა, სენ'ჯინის პირდაპირმა შთამომავალმა, ქურდის და მამაძაღლის გზა აირჩია (სირცხვილი და თავსლაფი სენ'ჯინის შთამომავლებს, მამა ამას არასოდეს არ აპატიებს) და ისე დატივა ოჯახი რო ერთიც რ მოუკითხია ისინი, მხოლოდ ერთხელ ჩამოირბინა რაპტორის საყიდლად.
შუათანამ, თეშტიგომ შედარებით უფრო უკეთესი გზა აირჩია, ბებერი ძია ვოლ'ჯინის მსგავსად მონადირეობას მიჰყო ხელი. მისი სახელი უკვე აუთლენდშიც აქვს ბევრს გაგონილი.
ღელავს ბებერი შამანი, იმედი აქვს რომ მისი ნაბოლარა, მისი ლოგაში მაინც ასახელებს მამას და დიადი თრალის მსგავსად შამანობას მიჰყოფს ხელს. აი ნიჭი კი აქვს შამანის ამ მამაძაღლსო - ხშირად ამბობდა მამა შამზე.
შამმა ბავშვობიდანვე გასაოცარი ინტერესი გამოიჩინა სულების, ელემენტების მიმართ, სკოლაშიც მხოლოდ ბოტანიკას და ორგანულ ქიმიას სწავლობდა, დანარჩენი საგნები უბრალოდ არ აინტერესებდა. ლოგაში გამოუცდელიც იყო და გამოცდილიც ერთდორულად. გამოუცდელი იმიტომ რომ მშობლიური სოფლის გარეთ არ გასულიყო. გამოცდილი იმიტომ რომ მშობლების ჩუმად ყოველთვის ჰქონდა მიმოწერა მის საამაყო ძმებთან. მან უკვე წინასწარ ზეპირად იცოდა თუ რას დაავალებდნენ გამოცდათა ველზე, აზეროტის რომელ კუთხეში რა საფრთხე ელოდა იქ ახალჩსულს. ამიტომ შამი მშვიდად იყო, მან ყველაფერი წინასწარ იცოდა.
დაი დადგა სანატრელი მომენტი. შავი შუბის ტომის უხუცესებმა ტამტამებს დაჰკრეს, შამანებმა წმინდა ტოტემები დადეს სოფლის მთავარ მოედანზე . ახალგაზრდა ტროლები რიგში დადგნენ, სათითაოდ მიდიოდნენ ბებრი მჩხიბავის კასრთან (witch doctor რა  ) თითო ყლუპ ნაყენს მოსვამდნენ და ხმამაღლა იძახდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას. აი შამის რიგმაც მოაღწია, მოსვა ნაყენი (ეჰ, დაგვიბერდა ჩვენი მჩხიბავი, კომპონენტი მიაკლო ნაყენსო - გაიფიქრა) და მამას შეხედა თვალებში და ხმამაღლა დაიძახა : "მიწის, ცეცხლის, წყლის და ჰაერის სულებო, მე თქვენს სამსახურში მოვდივარ!!!! მე შამამანი ვარ!!!!. შინ'ჯინს სახე სიამაყისაგან გაუნათდა და სიხარულის ცრემლები მოადგა თვალზე. გმადლობ შვილო რომ იმედი არ გამიცრუე,შენ უნდა გახდე ტროლების ახალი სიამაყე და კერპი, შენ უნდა შეცვალო ძია ვოლ'ჯინი და მის შემდეგ შენ უნდა დაუდგე დიად თრალს გვერდში.
'ჯინ-ბის ოჯახში ღრეობამ დილამდე გასტანა, ყველანი ახალგამომცხვარი შამანის სადღეგრძელოებს სვამდნენ, ყველა ცდილობდა შამის დარიგებას და ა.შ.

და აი, ექოს კუნძულებიდან მზე ამოცურდა. მოვიდა ჟამი განშორებისა. დედა ცრემლებს ვერ იკავებდა. მამა, მამა კი ეს უზარმაზარი ზორბა ტროლი თითოს დაპატარევებულიყო, ყველანაირი უბედურების და ომის მომსწრე ტროლი საყვარელ შვილთან განშორებას მოეტეხა. ნუ გეშინია მამა, მე არ შევარცხვენ ჩვენს ჯილაგს - მხოლოდ ეს თქვა შამმა (სხვა რამის თქმა ვერ შეძლო, რამე რო ეთქვა ატირდებოდა). ეს თქვა და წავიდა. უკან არ მოუხედავს არ უნდოდა მამას და დედას მისი ცრემლები დაენაახათ. მიდიოდა, თან გული უკვდებოდა იმიტო რო ოჯახს შორდებოდა, თან სიგიჯემდე უხაროდა რომ თავგადასავალი იწყებოდა, დიდი,  შამანისტური თავგადასავალი. კი არ მიდიოდა, მიფრინავდა გამოცდების ველისაკენ. იცოდა რომ რამდენიმე დილეტანტური დავალების შემდეგ მას მიწის ელემენტის საიდუმლობას აზიარებდნენ და მიწის ტოტემს დაეუფლებოდა.
და აი, ლოგაშ, დაიწყო შენი დაუსრულებელი თავგადასავალი... ნუ შეარცხვენ შავი შუბის ტომს და ურდოს...."

ესეც  character:


ვიცი ვჭედავ :)))))))))))))

მაგრამ  who cares ?:))