Saturday, October 9, 2010

"Invictus" by William Ernest Henley

პოეზიის დიდი მოყვარული არ გახლავართ. ძალიან იშვიათად ხდება რომ ლექსი/პოემა ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს.

აი ერთ ერთი ამ იშვიათი შემთხვევებიდან


"Invictus"
by  William Ernest Henley


Out of the night that covers me,
Black as the pit from pole to pole,
I thank whatever gods may be
For my unconquerable soul.
In the fell clutch of circumstance
I have not winced nor cried aloud.
Under the bludgeonings of chance
My head is bloody, but unbowed.
Beyond this place of wrath and tears
Looms but the Horror of the shade,
And yet the menace of the years
Finds and shall find me unafraid.
It matters not how strait the gate,
How charged with punishments the scroll,
I am the master of my fate:
I am the captain of my soul.

საინტერესოა ლექსის პრეისტორია.
ავტორი ძვლის ტუბერკულოზით დაავადდა 12 წლის ასაკში. როცა ის 25-ის გახდა, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ფეხის ამპუტაცია გახდა აუცილებელი. ეს ლექსი ამპუტაციის შემდეგ საავადმყოფოში დაწერა ავტორმა.  ის გადარჩა. და 53  წელი იცოცხლა ცალი ფეხით.



Wednesday, September 29, 2010

ქალები–Women - женщины

Мнение

Различные женщины ходят по свету.
Буквально два слова на тему на эту.
Во-первых, есть Женщины-рыбки и птички,
Есть зайки и пупсики. Пышки и спички.
Драконы и змеи. И тысячи кисок.
(Тут крик из толпы: «Огласите весь список!»).
Есть Женщина-смирно, есть Женщина-вольно,
Есть Женщина-«Нива» и Женщина-«Вольво».
Женщина-плазма, Женщина-лед.
Женщина-лезвие, Женщина-йод.
Есть Женщины-Девы и Женщины-Овны.
Есть Женщины-где-вы? и Женщины-вот-мы!
Вот Женщина-финка. Вот Женщина-полька.
Вот Женщина-фиг-вам! и Женщина-сколько?
Два мира, два полюса: Женщина-хмель
И Девочка-помнишь-я-нес-твой-портфель?
Манящая Девушка-бригантина
И Женщина-где-ты-шатался-скотина?
Ecть Женщина-повесть. Есть Женщина-строчка.
И просто конец всему – Женщина-точка.
Нет двух одинаковых женщин на свете.
Mы кое-что поняли в этом предмете.
Мягки и податливы Женщины-клецки.
Болтает без умолку Женщина-Троцкий.
Всегда предсказуема Женщина-эхо.
И в семьдесят женственна Женщина-Пьеха.
У Женщины-бабы – простая натура.
А Женщина-пуля – как водится, дура.
Все время колеблется Женщина-синус.
И есть свои плюсы у Женщины-минус.
У Женщины-червы – огромное сердце.
Душа на защелке – У Женщины-дверцы.
Прекрасны на Женщине-иве сережки.
У Женщины-тумбочки – чудные ножки.
Сильна интуицией Женщина-Глоба.
Сильна конституцией Женщина-сдоба.
Пунцовые губы – у Женщины-вамп.
Песцовые шубы – у Женщины-вам-б.
В беседках беседы – у Женщины-ямб.
Но сладость победы – у Женщины-штамп.
Ведут себя женщины неодинаково.
Уж мы-то от них навидалися всякого.
С рассветом поднимет нас Женщина-утро,
А вечером – Женщина-Камасутра.
От снега, от ливня, от града укроет
Надежная Женщина-рубероид.
Лишит разом разума Женщина-ром.
На место поставит нас Женщина-бром.
Наделает крошек нам Женщина-плюшка.
По шайбе нащелкает Женщина-клюшка.
Согреет до косточек Женщина-юг.
Бесследно поглотит нас Женщина-люк.
Вот Женщина-свечка сгорает от страсти.
Стирает старательно Женщина-ластик.
Вот Женщина-блузка зачем-то слиняла.
А Женщина-раз нас зачем поменяла?
Чего надо Женщине-не-уходи-же?
Куда навострилися Женщины-лыжи?
Доколь подстрекать будут нас на поступки
Зовущие, жадные Женщины-губки?
Застряв, словно в джунглях, в словах непролазных,
Мы славим всех Женщин – хороших и разных!
Заметим от имени всех мужиков:
Вы – все, что нам нужно во веки веков!
А именно: мама, cyпруга, подруга,
Лекарство, подушка, мечта, Джомолунгма,
Оазис в пустыне и плот в океане,
Картошка в кастрюльке, грибы на поляне,
Заботы о частном и мысли о вечном,
Часовня на Красной и звезды на Млечном.
Вам скажут и прапорщики, и поэты:
Зимою и летом все мысли – про это.
А именно: здорово, хоть и непросто,
Объять необъятную Женщину-космос,
Разжать крепко сжатую Женщину-фигу
И выиграть Женщину-высшую-лигу,
В постель положить с собой Женщину-книжку,
Все деньги поставить на Женщину-фишку,
И высшее счастье – вскочить среди ночи
С заботой о Женщине-тамагочи.
Мечтают об этом и муж и юнец.
Ну что ж, размышлениям тут и конец.
Поздравить еще раз с весной, разрешите:
Добро и любовь в свое сердце впустите!
Желаем, чтоб счастье вам улыбалось,
Чтоб только хорошее в жизни встречалось.
Радости нежной как листья берез,
Все, что задумано, чтобы сбылось.
И в жизни своей каждый день, каждый час
Верьте и помните: мы есть у вас!
Мужчины!

Thursday, September 23, 2010

Friday, July 30, 2010

Podcasting

დიდი ხანია მინდოდა პოდკასტის გაკეთება.  დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგი. პირველი, ძალიან მოკლე  სატესტო პოდკასტი ჩავწერე და ავტვირთე ჰოსტინგზე.

http://sulkhan.podbean.com/2010/07/29/my-1st-test-podcast/

embeded playerიც ჩავსვი აქ ბლოგის მარჯვენა მხარეს.   შეგიძლიათ დააწკაპუნოთ და მომისმინოთ.

ახლა უნდა მოვიფიქრო თემები პოდკასტისათვის.

Wednesday, July 28, 2010

ზანგები ხო არ ვართ?

ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი არ დამესიზმრებოდა რო მიშას დავიცავდი მაგრამ....

ნუ დღეს  ქართულ  ინტერნეტ ფორუმებზე და სოციალურ ქსელებში  მიშას მიერ მთავრობის სხდომაზე  ნათქვამმა  "ზანგები ხო არა ვართ".

ყველაზე საინტერესო კი შემდეგშია:
ფორუმ.ჯი ზე  არის  იუზერების ორი კატეგორია:

მიშისტები და ოპოები  ( და მესამე კატეგორია, ჩვენ, არცერთისტები :) ) )

ოპებმა ისტერია ატეხეს:  "არიქა მიშა რასისტი ყოფილა და  ღამით თეთრ კონუსისმაგვარ ქუდს და თეთრ მოსახვევშიგამოწყობილი  ცეცხლის ჯვრის ძირას  ზანგებს აწამებსო".

მიშისტები ოპოების ისტერიას  თავიანთი ისტერიით პასუხობენ:  როგორ გეკადრებათ მიშას უბრალოდ  წამოცდა და ეს იდიომააო.

უნდა ვთქვა რო  მიშისტები მართალს უბნობენ.
არის ჩვენში ასეთი იდიომა:  "ზანგები ხო არა ვართ"
არ ვიცი ზუსტად ეს იდიომა საიდან მოდის. ჩემი ვერსია მაქვს:  საბჭოთა საქართველოდან.
როცა იტარ ტასი  საბჭოთა ქართველებს უყვებოდა თუ როგორ ჩაგრავენ ზანგებს იმპერიალისტურ აშუშუში.
იქედან მოყოლებული მოდის მგონი ეს გამოთქმა.  ჩვენ ზანგები ხო არა ვართ. რატო გვჩაგრავთ.  ზანგები - იმპერიალისტურ-ბურჟუაზიული აშშ-ში  მცხოვრები დაჩაგრული ხალხი.

ოპოებს ვეტყვი: ხალხო, არაა მიშა  ნაცისტი.  მაგ გამონათქვამში  სხვა რამეზე უნდა აგეტეხათ  ისტერია. კერძოდ იმაზე რო ქვეყნის პრეზიდენტი ოფიცალურ შეხვედრებზე ასეთ არაპოლიტკოლექტურ იდიომებს არ უნდა იყენებდეს.

ჩვენი პრეზიდენტი კი სამწუხაროდ ჯერ ლაპარაკობს და მერე ფიქრობს ხოლმე.


ვოტ ტაკ ვოტ.

არ გვყავს ჩვენ  რასისტი პრეზიდენტი. უსამართლობა იქნება  ეს რო მიშას დავაბრალოთ.

Wednesday, June 30, 2010

RPG - როლური თამაშები, ფანტაზია და კლავიატურა

RPG ( role playing game)  ვიდეო თამაშებს შორის ყველაზე ჩამთრევი და საოცარია.
შენ უბრალოდ კი არ თამაშობ, არამედ ამ თამაშის სამყაროს ნაწილი ხდები. კომპიუტერს გარეთ ტოვებ შენს სამყაროს, სახელს. საქმეს, გატაცებებს და  ხდები ის  რაც არის შენი გმირი  რპგ-ში.  შეიძება ცხოვრებაში  შენ უბრალო ადამიანი ხარ, რომლის ყოველი დღე წინას ჰგავს.. რპგ-ში კი შენი ალტერ ეგო ისხამს ხორცს.  ბრრრრრრრრრრ. მაგარია :)

რპგ - თამშებში გავრცელებულია შენი გმირის ქვენტას დაწერა.  რა არის ქვენტა? ქვენტა არის  გმირის პრე ისტორია. ანუ  შენ თხზავ  გმირის ისტორიას იმ მომენტამდე სანამ ეს გმირი შექმენი და თამაში დაიწყე.

3 წლის წინ მუზა მომივიდა და ჩემს შამანს ქვენტა დავუწერე.  მომეწონა ისე.  სხვებსაც:)

თამაში:  World of Warcraft
გმირი:  ორკი შამანი სახელად ლოგაშ.

"იმ დღეს სენჯინის სოფელში უჩვეულო ჟრიამული იყო. 15 მარტი მოსულიყო, დღე როცა ზრდასრული ტროლები თავიანთ მომავალ გზას აცხადებდნენ საჯაროდ ტომის კრებაზე.
'ჯინ-ების ოჯახში მღელვარება იყო დაბუდებული. ღელავდა ოჯახის თავკაცი, ბებერი შამანი შინ'ჯინ-ი, ღელავდა დედა, გამოცდილი ქურუმი ქსაია. დღეს მათი ნაბოლარა ბიჭი ლოგაში იტყვის თავის სიტყვას და დატოვებს თბილ კერას. ლოგაში ტროლი არ იყო. ის ორკი იყო ყინულის მგლის კლანიდან. შინ'ჯინმა ის დაობლების შემდეგ იშვილა და  თავისთან წამოიყვანა და  საკუთარი შვილივით გაზარდა. ნერვიულობს შინ'ჯინ თუმცა სანერვიულო არც არაფერი იყო, ლოგაშის ასაკში ყველა ტროლი და ორკი ტოვებს ოჯახს და სახელის და გამოცდილების მოსახვეჭად აზეროტში მოგზაურობს. თუმცა ეს არ ანერიულებდა შინ'ჯინს, შვილის არჩევანი არ იცოდა ჯერ და ეჭვი უღრღნიდა გულს. ორმა უფროსმა შვილმა მამას გული დაწყვიტეს. უფროსმა ხალ'ჯინმა, სენ'ჯინის პირდაპირმა შთამომავალმა, ქურდის და მამაძაღლის გზა აირჩია (სირცხვილი და თავსლაფი სენ'ჯინის შთამომავლებს, მამა ამას არასოდეს არ აპატიებს) და ისე დატივა ოჯახი რო ერთიც რ მოუკითხია ისინი, მხოლოდ ერთხელ ჩამოირბინა რაპტორის საყიდლად.
შუათანამ, თეშტიგომ შედარებით უფრო უკეთესი გზა აირჩია, ბებერი ძია ვოლ'ჯინის მსგავსად მონადირეობას მიჰყო ხელი. მისი სახელი უკვე აუთლენდშიც აქვს ბევრს გაგონილი.
ღელავს ბებერი შამანი, იმედი აქვს რომ მისი ნაბოლარა, მისი ლოგაში მაინც ასახელებს მამას და დიადი თრალის მსგავსად შამანობას მიჰყოფს ხელს. აი ნიჭი კი აქვს შამანის ამ მამაძაღლსო - ხშირად ამბობდა მამა შამზე.
შამმა ბავშვობიდანვე გასაოცარი ინტერესი გამოიჩინა სულების, ელემენტების მიმართ, სკოლაშიც მხოლოდ ბოტანიკას და ორგანულ ქიმიას სწავლობდა, დანარჩენი საგნები უბრალოდ არ აინტერესებდა. ლოგაში გამოუცდელიც იყო და გამოცდილიც ერთდორულად. გამოუცდელი იმიტომ რომ მშობლიური სოფლის გარეთ არ გასულიყო. გამოცდილი იმიტომ რომ მშობლების ჩუმად ყოველთვის ჰქონდა მიმოწერა მის საამაყო ძმებთან. მან უკვე წინასწარ ზეპირად იცოდა თუ რას დაავალებდნენ გამოცდათა ველზე, აზეროტის რომელ კუთხეში რა საფრთხე ელოდა იქ ახალჩსულს. ამიტომ შამი მშვიდად იყო, მან ყველაფერი წინასწარ იცოდა.
დაი დადგა სანატრელი მომენტი. შავი შუბის ტომის უხუცესებმა ტამტამებს დაჰკრეს, შამანებმა წმინდა ტოტემები დადეს სოფლის მთავარ მოედანზე . ახალგაზრდა ტროლები რიგში დადგნენ, სათითაოდ მიდიოდნენ ბებრი მჩხიბავის კასრთან (witch doctor რა  ) თითო ყლუპ ნაყენს მოსვამდნენ და ხმამაღლა იძახდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას. აი შამის რიგმაც მოაღწია, მოსვა ნაყენი (ეჰ, დაგვიბერდა ჩვენი მჩხიბავი, კომპონენტი მიაკლო ნაყენსო - გაიფიქრა) და მამას შეხედა თვალებში და ხმამაღლა დაიძახა : "მიწის, ცეცხლის, წყლის და ჰაერის სულებო, მე თქვენს სამსახურში მოვდივარ!!!! მე შამამანი ვარ!!!!. შინ'ჯინს სახე სიამაყისაგან გაუნათდა და სიხარულის ცრემლები მოადგა თვალზე. გმადლობ შვილო რომ იმედი არ გამიცრუე,შენ უნდა გახდე ტროლების ახალი სიამაყე და კერპი, შენ უნდა შეცვალო ძია ვოლ'ჯინი და მის შემდეგ შენ უნდა დაუდგე დიად თრალს გვერდში.
'ჯინ-ბის ოჯახში ღრეობამ დილამდე გასტანა, ყველანი ახალგამომცხვარი შამანის სადღეგრძელოებს სვამდნენ, ყველა ცდილობდა შამის დარიგებას და ა.შ.

და აი, ექოს კუნძულებიდან მზე ამოცურდა. მოვიდა ჟამი განშორებისა. დედა ცრემლებს ვერ იკავებდა. მამა, მამა კი ეს უზარმაზარი ზორბა ტროლი თითოს დაპატარევებულიყო, ყველანაირი უბედურების და ომის მომსწრე ტროლი საყვარელ შვილთან განშორებას მოეტეხა. ნუ გეშინია მამა, მე არ შევარცხვენ ჩვენს ჯილაგს - მხოლოდ ეს თქვა შამმა (სხვა რამის თქმა ვერ შეძლო, რამე რო ეთქვა ატირდებოდა). ეს თქვა და წავიდა. უკან არ მოუხედავს არ უნდოდა მამას და დედას მისი ცრემლები დაენაახათ. მიდიოდა, თან გული უკვდებოდა იმიტო რო ოჯახს შორდებოდა, თან სიგიჯემდე უხაროდა რომ თავგადასავალი იწყებოდა, დიდი,  შამანისტური თავგადასავალი. კი არ მიდიოდა, მიფრინავდა გამოცდების ველისაკენ. იცოდა რომ რამდენიმე დილეტანტური დავალების შემდეგ მას მიწის ელემენტის საიდუმლობას აზიარებდნენ და მიწის ტოტემს დაეუფლებოდა.
და აი, ლოგაშ, დაიწყო შენი დაუსრულებელი თავგადასავალი... ნუ შეარცხვენ შავი შუბის ტომს და ურდოს...."

ესეც  character:


ვიცი ვჭედავ :)))))))))))))

მაგრამ  who cares ?:))

Wednesday, June 2, 2010

არჩევნები და ხალხი

დღეს  ცესკოს  საიტზე შევედი და ასეთი რამ წავიკითხე:
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1740652 (ამომრჩეველთა 49%-)ამომრჩეველმა
http://www.cec.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=13&info_id=7039

49%.  ამომრჩეველთა ნახევარიც კი არ მოსულა არჩევნებზე.  რატომ? შეეზარათ? ვერ შეძლეს? არა ბატონებო. უბრალოთ  საქართველოში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს ( ან კარგი, ჯანდაბას, იყოს ნახევარი)  არ სჯერა არჩევნების ობიექტურობის/ეფექტურობის/whatever . საშინელებაა.

ძვირფასო  საქართველოს მოქალაქეებო. მესმის რო  ძალიან ბევრი რამ  საქართველოშ  გასაკრიტიკებელია,  ძალიან ბევრი რამ კეთდება,  ან არ კეთდება მაგრამ როდესაც არჩევნებზე არ წახვალთ, უბრალოდ  მორალური უფლება აღარ გაქვთ ხელისუფლება  ან ოპოზიცია გააკრიტიკოთ.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება ვერ გვაქვს.

Thursday, May 13, 2010

Freedom from WOW addiction

5  წელი ვიყავი შემჯდარი ვირტუალურ ნარკოტიკზე რომელსაც  ვორქრაფთის სამყარო ჰქვია ( World of Warcraft ). დღეს  მივიღე  ისტორიული გადაწყვეტილება.  შევეშვი!  მაგრამ ისე კი არა როგორც  წინა   6 შემთხვევაშ .  საბოლოოდ შევეშვი. ყველა გმირი წავშალე ასე რომ ძალიანაც რო მომინდეს  ვეღარ მივუბრუნდები. ვაშა მეგობრებოო ! ვაშა!!!!

ესეც  ჩემი ნაცოდვილარი  ვიდეო - წაშლის პროცესი